DHP-2000 საინექციო ქაფი
ჰიდროსაიზოლაციო საინექციო ქაფი წარმოადგენს სპეციალურ მასალას, რომელიც ინექციის მეთოდით შეჰყავთ ბზარებში, ნაკერებსა და კონსტრუქციის სიცარიელეებში წყლის შესაჩერებლად.
აღწერა
ჰიდროსაიზოლაციო საინექციო ქაფი წარმოადგენს სპეციალურ მასალას, რომელიც ინექციის მეთოდით შეჰყავთ ბზარებში, ნაკერებსა და კონსტრუქციის სიცარიელეებში წყლის შესაჩერებლად. ქაფი წყალთან კონტაქტისას ფართოვდება და ავსებს ყველა ბზარსა და ფორას. ინექციის შედეგად ქაფი აღწევს: მიკრობზარებში,ღრმა სიცარიელეებში, კონსტრუქციის შიდა ფენებში. თავისუფლად უძლებს : მუდმივ ტენიანობას,მიწისქვეშა წყლებს,წნევას,ქიმიურ ზემოქმედებას.
მისი მთავარი დანიშნულებაა:
- წყლის გაჟონვის შეჩერება
- ბეტონისა და კონსტრუქციის დაცვა
- ტენისგან გამოწვეული დაზიანებების პრევენცია
- კონსტრუქციის გამძლეობის გაზრდა
რატომ არის აუცილებელი
თუ კონსტრუქციაში წყალი აღწევს:
- ბეტონი დროთა განმავლობაში იშლება
- არმატურა იჟანგება
- ჩნდება ობი და სოკო
- სუსტდება საძირკველი და კედლები
- იზრდება სარემონტო ხარჯები
საინექციო ქაფი საშუალებას იძლევა პრობლემა შიგნიდან მოგვარდეს, ზედაპირის სრულად დაშლის გარეშე.
დამატებითი ინფორმაცია
| შეფერილობა | ყავისფერი გამჭვირვალე სითხე |
|---|---|
| შერევის კოეფიციენტი | ერთკომპონენტიანი |
| სიბლანტე | 350 ± 50 |
| დაჭიმვის სიმტკიცე | 16.5 ㎏/㎠ |
| გაწელვის პროცენტი | 30% ან ნაკლები |
| შეფუთვა | 20 კგ |
| ქაფიანობის პროცენტული მაჩვენებელი | 3000% |





მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.